სინგაპურის სასამართლომ, ონლაინ ვიდეო კონფერენციის რეჟიმში, სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა

სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ, Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარებული ვიდეო კონფერენციის საშუალებით, სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. ამის შესახებ რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო ორგანოს ოფიციალური წარმომადგენელი იუწყება.

უზენაესმა სასამართლომ მალაიზიის 37 წლის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,2011 წელს ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილეობისთვის. “ეს სისხლის სამართლის საქმე პირველი იყო, როდესაც სიკვდილით დასჯა დისტანციურ მოსმენაზე დაწესდა”, – თქვა სპიკერმა.

მისი თქმით, “კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ადგილობრივმა სასამართლოებმა დაიწყეს მოსმენების დისტანციურად ჩატარება, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეებშიც”. სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ “სასამართლო განხილვა ჩატარდა ვიდეოკონფერენციის სახით.”

სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, Punitan Genasan- ს ბრალად ედებოდა 28 გრამი ჰეროინის კონტრაბანდა, რომელიც სინგაპურში მალაიზიიდან ჩაჰქონდა.

Comments
Loading...