სისხლიანი გარჩევა თბილისში – არიან დაჭრილები

ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში,  გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არავინ დაუკავებია. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დამატებით ინფორმაციას “მთავარი არხი” 12:00-საათიან გამოშვებაში მოგაწვდით.

Comments
Loading...