სისხლიანი დაპირისპირება რუსთავში – დაჭრილია სამი ახალგაზრდა
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს,-ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.
ჯერჯერობით,უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.