სიძემ სიდედრი მორგიდან მოიპარა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ როჩესტერში ქმარმა ცოლისგან მალულად მორგიდან სიდედრის ცხედარი მოიპარა. ამის შესახებ Daily Mirror-მა დაწერა.

გვამის „გამტაცებელი“ ამბობს, რომ სიდედრი ერთ-ერთი დამკრძალავი ბიუროს მორგში ესვენა. დასაფლავებამდე რამდენიმე დღით ადრე ის ცდილობდა ბიუროს მეპატრონეს დაკავშირებოდა და დასაფლავების დეტალები გაერკვია, თუმცა ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. მისი თქმით, დამკრძალავი ბიუროს უფროსი რომ ეპოვა, პოლიციასაც კი მიმართა.

ბოლოს და ბოლოს კაცმა გადაწყვიტა, რომ რაღაც მოემოქმედებინა. ის დამკრძალავ ბიუროში მივიდა, მორგში სიდედრის ცხედარი იპოვა და წინასწარ დაქირავებული მანქანით სხვა დამკრძალავ ბიუროში გადაიტანა.

„სხვა გამოსავალი არ მქონდა“, – ასე ახსნა ინგლისელმა თავისი საქციელი. სიდედრის დაკრძალვამ მშვიდობიანად ჩაიარა. გარდაცვლილის შვილმა კი მხოლოდ დასაფლავების შემდეგ შეიტყო მომხდარის შესახებ.

პოლიციას გვამის გატაცების გამო საქმე არ აღუძრავს.

imedinews.ge

Comments
Loading...