კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსხნა – დაღუპულია ორი მოსწავლე

კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარიტაში ერთ-ერთ სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა,-ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჟელესის პოლიციის შერიფ, ალექს ვილანუევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულია 16 წლის გოგო და 14 წლის ბიჭი. ინციდენტის შედეგად ასევე სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დასწესებულებაში გადაიყვანეს.

თავდაპირველად, ერთი დაღუპულისა და რამდენიმე დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ვიდეოჩანაწერი იპოვა, რომელიც მობილური ტელეფონითაა გადაღებული. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება და მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

თავდამსხმელმა დანაშაული თავის დაბადების დღეზე ჩაიდინა, როდესაც 16 წლის შესრულდა.

Comments
Loading...