სოფელ ართანასთან, ალპურ ზონაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანისა და ფშაველის გამყოფ ქედზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის კერები ალპურ ზონაშია გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები დილიდან განახლდა. უწყებაში განმარტავენ, რომ დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.

Comments
Loading...