სოფელ მარტყოფის მონასტერში მკვლელობა მოხდა

გარდაბანში,სოფელ მარტყოფში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში მკლელობა მოხდა.

ინფორმაცია mpress ge_ს მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. მათე მათიაშვილის განცხადებით,მკვლელობა გუშინ ღამით მოხდა.

სხვა დეტალებზე მათიაშვილი სააგენტოსთან  არ საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მონასტერში შეფარებულმა  პირმა მიაყენა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო.

Comments
Loading...