სოფელ ნოსტეში ბიძაშვილის მოკვლის შემდეგ კაცმა თავი მოიკლა

კასპის მუნიციპალიტეტში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა სოფელ ნოსტეში, რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირებისას მოხდა.

შელაპარაკების დროს კაცმა უმისამართოდ გაისროლა, ტყვია კი არსებული ინფორმაციით, შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა, რის გამოც მსროლელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

imedinews.ge

Comments
Loading...