სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ხაშურში, სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა. მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა

დილის 7 საათიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენიც.

შეგახსენებთ,  ხანძარი 29 აგვისტოს,  საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე გაჩნდა.

Comments
Loading...