სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ, გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ

სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სამუშაოებს აწარმოებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გზა გაყავთ.

მათივე ცნობით, შემოვლითი გზა ოკუპირებულ სოფლებს ცხინვალთან დააკავშირებს.

რუსი ოკუპანტების მიერ სამუშაოების წარმოება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაადასტურეს.

Comments
Loading...