სოფო გორგაძე: იყო საუბარი, თითქოს აბიტურიენტები წყალს ვერ დალევენ, პირიქით რეკომენდაციაა რაც შეიძლება მეტი წყალი მიიღონ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდები შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით ჩატარდეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აბიტურიენტებს მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი, რომ გამოცდის ჩაბარების პირობები შეუმსუბუქდეთ.

” წყალზე იყო რაღაც საუბარი, თითქოს წყალს ვერ დალევენ, პირიქით, გარდა იმისა, რომ შემოიტანენ თავიანთ წყალს, ჩვენ დისპენსერები გვექნება. პირიქით, რეკომენდაციაც კი იქნება, რაც შეიძლება მეტი წყალი მიიღონ, რაღაცნაირად შევუმსუბუქოთ ის პირობები, გავუგრილოთ ოთახები, ვიდრე შევლენ გამოცდაზე,” – აღნიშნა სოფო გორგაძემ.

Comments
Loading...