სოფო კილაძე: “კუპრავა ტყუის, მისი ვილნიუსში ვიზიტის შესახებ მეც, როგორც ყველამ, სააგენტოებიდან გავიგე”

“კუპრავა ტყუის, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს, მისი ვილნიუსში ვიზიტის შესახებ მეც, როგორც ყველამ, სააგენტოებიდან გავიგე”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ზვიად კუპრავას ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

ზვიად კუპრავა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს უჩივის და პროკურატურას განცხადებით მიმართავს, თუ საიდან ჰქონდა დეპუტატს კუპრავას ვილნიუსში ყოფნის შესახებ ინფორმაცია.

 

Comments
Loading...