“სპეცსამსახურებმა იპოვეს ბუნკერი, რომელშიც პუტინი ზის… ბირთვული დარტყმის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი მოკვდება” | ავაკოვი

სპეცსამსახურებმა იპოვეს ბუნკერი, რომელშიც პუტინი ზის – ინფორმაციას უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი​, არსენ ავაკოვი ავრცელებს. Украина 24-თან მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ბირთვული დარტყმის შესახებ, არის ის, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, საპასუხო დარტყმა განხორციელდება იმ ადგილას, სადაც დიქტატორი იმალება.

ავაკოვის თქმით, არსებობს შემაკავებელი ფაქტორები, რომელთა გამოც, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. ასეთია, ბრიტანელების განცხადება შესაძლო პრევენციული დარტყმის შესახებ.

„ნათელი გახდა, რომ დასავლური სამსახურებისთვის საიდუმლო არ არის, სად არის პუტინი, რომელ ბუნკერში. თუ ყველა შეზღუდვა მოიხსნება (და ბირთვული იარაღის გამოყენება არის შეზღუდვების მოხსნა), არ არის გამორიცხული, რომ განხორციელდება მიზანმიმართული დარტყმა იმ ადგილას, სადაც პირადად პუტინი იმყოფება”, – ამბობს ის. 

ავაკოვი ამბობს, რომ ერთგვარი ბონუსი უკრაინისთვის არის ის, რომ რუსეთში, ისევე როგორც ნებისმიერ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ქვეყნის შიგნით არეულობაა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რაც უკრაინისთვის მომგებიანია ამ ვითარებაში.

“მთავარი არხი”

Comments
Loading...