“სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი შემზარავი ინციდენტის თვითმხილველი, ყოფილი ქმარია …”
ზუგდიდში ცოტა ხნის მამაკაცი დააკავეს. როგორც სოციალურ ქსელში თვითმხილველი წერს, ახალგაზრდა მამაკაცი ყოფილი ცოლის მოკვლას ცდილობდა.
“სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი შემზარავი ინციდენტის თვითმხილველი _
შუაგულ ზუგდიდში, ფოსტასთან, ქალი შველას ითხოვდა. დავიბენი და ამ ქალისკენ გავიქეცი, მალევე პატრული გამოჩნდა და იქვე ავტობუსის გაჩერებასთან კაცი დააკავეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქალის ყოფილი ქმარია და დანით ხელში, მოსაკლავად მოსდევდა მას.
ქალი, საბედნიეროდ გადარჩა, ბავშვიც იქვე ყოფილა. რაც შევძელი ის იყო, რომ ვამშვიდებდი ამ ქალბატონს.
პირველად ვნახე სიკვდილისთვის განწირული და სიკვდილისგან დახსნილი ადამიანი.
არ ვიცი რა ვთქვა, შოკში ვარ… მადლობა პატრულის თანამშრომლებს!”, _ ამბობს ნიკა ლაშხია.