“სრულ ინფორმაცია მივაწვდით შარლ მიშელს, როგორ არ ასრულებს ოპოზიცია ამ შეთანხმებას”

“ჩვენ სრულ ინფორმაცია მივაწვდით შარლ მიშელს, როგორ სრულდება დოკუმენტი ჩვენი მხრიდან, თითოეული პუნქტი ზედმიწევნით. ასევე მივაწვდით ინფორმაციას თუ როგორ არ ასრულებს ოპოზიცია ამ შეთანხმებას” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„​ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს დღემდე არ აქვს ხელი მოწერილი მიშელის დოკუმენტზე. მუდმივად ხდება ისეთ საკითხებზე ხმის არმიცემა, როგორიც არის ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა და სხვა არაერთი კენჭისყრა, რომელშიც მათ არ მიიღეს მონაწილეობა. ეს არის მათი დამოკიდებულება პოლიტიკური შეთანხმების მიმართ. არის ორი რადიკალური დამოკიდებულება, „ქართული ოცნება“, რომელიც ყველა პუნქტს ასრულებს და არის ოპოზიცია, რომელიც ძალიან უდიერად და გულგრილად ეპყრობა ამ დოკუმენტს. ამას ხედავს საზოგადოება, ხედავენ საერთაშორისო პარტნიორები და ამის საფუძველზე უნდა გაკეთდეს დასკვნები. ჩვენი მხრიდან მუდმივი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. დოკუმენტმა უკვე შეასრულა პოზიტიური როლი, საარჩევნო კუთხით, საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ შარლ მიშელს. მთავარი მიზანი ამ დოკუმენტის იყო პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივად შემცირება. რამდენად მივაღწევთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილზე. თუ ადამიანს არ უნდა ამის გაკეთება, ვერანაირი შეთანხმება მას ამას ვერ აიძულებს. ახლა ვხედავთ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯებს, ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს, დესტრუქციას ახორციელებენ, გარდაცვლილი ოპერატორის სიკვდილით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ეს ყველაფერი არის დოკუმენტის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ისინი ამაზე პასუხს მიიღებენ პირველ რიგში ქართული საზოგადოების მხრიდან. ორ თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამ ყველაფერს, უდიერ დამოკიდებულებას დასავლელი პარტნიორების მიმართ, საკუთარი ხალხისა და საკუთარი სახელმწიფოს სისტემების მიმართ, 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაეცემა საკადრისი პასუხი. როგორ აგებდნენ ყველა წინა არჩევნებს ასევე წააგებენ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Comments
Loading...