სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა

მოსკოვში, იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) შვილიშვილი, რეჟისორი ალექსანდრ ბურდონსკი გარდაიცვალა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სტალინის შვილიშვილი რუსეთის არმიის აკადემიური ცენტრალური თეატრის რეჟისორი იყო, სადაც 20-ზე მეტი სპექტაკლი დადგა.

როგორც თეატრის თანამშრომლები აცხადებენ, რუსეთის სახალხო არტისტი გულის პრობლემების გამო, ხანგრძლივი დროით ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

ალექსანდრ ბურდონსკი სტალინის უფროსი შვილის, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტ ვასილი სტალინის შვილი იყო.

გასულ წელს რეჟისორმა 75 წლის იუბილე აღნიშნა.

 

წყარო: info9.ge

Comments
Loading...