სტამბოლში ძლიერი აფეთქება მოხდა – არიან გარდაცვლილები

ცოტა ხნის წინ, სტამბოლის ცნობილ საცალფეხო, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება მოხდა. მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულები და დაშავებულები არიან, განაცხადა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა. ამის შესახებ “ვაშინგტონ პოსტი” იტყობინება.

სტამბოლის გუბერნატორმა ალი იერლიკაიამ ტვიტერზე დაწერა, რომ აფეთქება დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. Მანვე აღნიშნა, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, მაგრამ ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების კადრებში ჩანს სასწრაფო დახმარების, სახანძრო და პოლიციის მანქანები შემთხვევის ადგილზე. სოციალური მედიის მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ მაღაზიები დაიკეტა და გამზირი დაიხურა. მაუწყებლის CNN Turk-ის ცნობით, დაშავებულია 11 ადამიანი

Comments
Loading...