სტივენ კინგი : ვწუხვარ-ეს არის ჩემი ერთადერთი პასუხი

ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი მიმართავს თავის მკითხველს,NPR-თან ინტერვიუში.

მწერალი აღნიშნავს,რომ მკითხველის აზრით, დღევანდელი რეალობა ძალიან ჰგავს იმ სიუჟეტს,რომელიც ვითარდება მის ერთ-ერთ ნაწარმოებში The Stand.

რომანის მიხედვით,საიდუმლო ბაზაზე გაჟონავს ვირუსი და ამას მთელი პერსონალის სიცოცხლე ეწირება. გადარჩება მხოლოდ დარაჯი და მისი ოჯახი,თუმცა ბაზიდან გამოღწევის შემდეგ ვირუსი მსოფლიოს ედება და იწყება ეპიდემია.გადარჩენილი ადამიანები კი ორ ბანაკად იყოფიან.ერთ მხარეს არიან ძველი წესრიგის მომხრენნი,ხოლო მეორე მხარეს-ძალაუფლებისათვის მებრძოლნი.

მწერლის აღნიშვნით,დღეს მის თაყვანისმცემლებს აქვთ განცდა იმისა,რომ ისინი მისი ამ ნაწარმოების სიუჟეტში ცხოვრობენ და მოხვდნენ საშინელებათა ისტორიაში,რაზეც იგი აცხადებს :”მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს ამაზე,ვწუხვარ”.

 

Comments
Loading...