“სტუმარი ღვთისაა”, ამბობენ ქართველები და ასეც იქცევიან! – ჩეხური ტურისტული ბიზნეს პორტალი საქართველოს შესახებ

“საქართველო ულამაზესი ქვეყანაა ევროპისა და აზიის გასაყარზე. საქართველო ერთ – ერთი პირველი სახელმწიფო იქნება, რომელიც კორონავირუსის შემდეგ, უცხოელი ტურისტებისათვის გაიხსნება. ადგილობრივი, ტურისტული სერვისები ფუნქციონირებას უკვე 15 ივნისიდან დაიწყებენ და უცხოელ ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებენ"- წერს საქართველოს შესახებ ჩეხური პორტლი ttg.cz

“ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, უსაფრთხო დერეფნებს გავხსნით   სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით საინტერესოა. მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ჩვენ გავხვდებით ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც ტურისტებს უცხოეთიდან მიიღებს.“- განაცხადა საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეპირდა ტურისტულ კომპანიებს, რომ სახელმწიფო მათ 2020 წელს უძრავი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებს და კრედიტისთვის აღებულ თანხებს 1,3 მილიონ ევრომდე დაუფარავს  –  აქედან 80%-ის გადახდა სასტუმროებზე მოხდება, რომელთა ბრუნვა 5,7 მილიონ ევროს შეადგენს.

2020 წლის სექტემბერში, საქართველოში, UNWTO-ს პატრონაჟით, ტურიზმის სამომავლო პერსპექტივებზე რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრის  შეხვედრა შედგება.  UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის გამოცოცხლების მიზნით ანტიკრიზისულ გეგმებს მიესალმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. ვიდეოკონფერენციის დროს, გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა ქვეყნის გამოცდილება კორონავირუსთან ბრძოლაში, მოქალაქეების მიმართ აღმოჩენილი მომსახურებები საკარანტინო ზონებსა და მწვანე ზონების გამოყოფა ტურისტულ კურორტებზე – აღნიშნული კონკურენტუნარიანობის სარგებელი აუცილებლად წაადგება საქართველოს“, განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

წერს სტატიის ავტორი ტომაშ ნოჰეილი.

Comments
Loading...