სუიციდის ფაქტი მარტვილში – 23 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდჭყონში 23 წლის მამაკაცმა - ბ.გ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ინფორმაცია mpress.ge-ს მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში დაუდასტურა.  დავით ხუხუას განცხადებით, სუიციდის ფაქტი  5 ნოემბერს მოხდა.

როგორც  ადგილობრივები  სააგენტოსთან განმარტავენ,   ახალგაზარდას ოჯახი ერთი დღე ეძებდა, ბოლოს კი ის საკუთარ ოთახში  გარდაცვლილი ნახეს.

რა გახდა სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...