“სულის სარკე” – გიორგი მასხულიამ მესამე წიგნი გამოსცა

მოდელმა, მწერალთა კავშირის წევრმა, გიორგი მასხულიამ მესამე წიგნი გამოსცა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, წიგნის პრეზენტაცია 13 თებერვალს შედგება.

“ვამოვიდა ჩემი მე-3 წიგნი-  ,,სულის სარკე”,
რომლის პრეზენტაცია 13 თებერვალს გაიმართება… მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დამიდგა გვერდით, დედაჩემს, ჩემს ხერხემალს.

წინათქმა გაუწია ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარემ.👏❤️ მთავარი მონდომება მე ეს დევიზი მაქვს, როცა ვიტყვი რომ ამას გავაკეთებ და შევძლებ ესეგი ასეა❤️

წინათქმა:
გიორგი მასხულია  22 წლის ასაკში მიიღეს საქართველოს ეროვნულ მწერალთა კავშირის წევრად. მას გამოცემული აქვს ორი წიგნი: ,,გადავარჩინოთ ერთმანეთი” და ,, მიყვარხარ, დედა”. ამჯერად, ბეჭდავს მესამე წიგნს _  ,,სულის სარკე” ,
რომელიც ადასტურებს ახალგაზრდა მწერლის მრავალ მხრივ ნიჭს, შემართებას, გამძლეობას, შრომის მოყვარეობას და მიზანდასახულობას. ცხადია, ის უკვე ჩამოყალიბდა ნამდვილ შემომქმედად. წარმატებები ვუსურვოთ გიორგი მასხულიას.

მაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარე”,-წერს მასხულია.

Comments
Loading...