სფფ: მზად ვართ, გავიღოთ 100 ათასი ლარი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში COVID 19-თან ბრძოლას

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...