ტატუნაშვილის დედა: ჩემს შვილს ცოცხალს უნდა ეტარებინდა ღირსების ორდენი

„ჩემს შვილს ცოცხალს უნდა ეტარებინა ღირსების ორდენი, ისეთი პიროვნება იყო“, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ რუსუდან ტატუნაშვილმა განაცხადა.

„ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ყურადღება გამოიჩინეს. ჩემს შვილს ცოცხალს უნდა ეტარებინა ეს ღირსების ორდენი, ისეთი პიროვნება იყო….

ყველას თავისებურად ესმის, ზოგს მოსწონს რუსული პოლიტიკა, ჩემი შვილი ვერ ეგუებოდა ამ მონურ თავისუფლებას და ამას შეეწირა ნამდვილად“, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავეს. მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

Comments
Loading...