ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

34 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.  ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. არსებული ინფორმაციით, ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა რადიო “ჯაკოში” დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელევიზიებში: “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია”, “მე-9 არხი”, ბოლოს კი ტელეკომპანია “TV პირველში” საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო.

mpress.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კოლეგის ოჯახს.

Comments
Loading...