ტერორისტები მესის და ნეიმარს სიკვდილით დასჯით ემუქრებიან

ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” გაავრცელა პლაკატები, რომლითაც ისინი “ბარსელონას” თავდამსხმელ ლიონელ მესისა და “პსჟ”-ის თავდამსხმელ ნეიმარს ემუქრებიან.

აქამდე მათ მუქარა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დიდიე დეშამის მისამართით გაავრცელეს.

აღნიშნული პლაკატები გამომცემლობა AS-მა გაავრცელა, რომელზეც ორივე ფეხბურთელია გამოსახული. გამოსახულების მიხედვით ნათელია, რომ მუქარა ფეხბურთელების სიკვდილით დასჯას გულისხმობს. პლაკატზე კი დატანილია წარწერა: “მანამ, სანამ ჩვენ მუსულმანურ ქვეყნებში ვცხოვრობთ, თქვენ უსაფრთხოდ არასდროს იქნებით”.

Comments
Loading...