ტერორისტის ნასროლი ტყვიისგან ჟურნალისტი საკუთარმა კამერამ გადაარჩინა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი სნაიპერის ნასროლი ტყვიისგან სიკვდილს, ერაყელი ჯურნალისტი საკუთარმა კამერამ გადაარჩინა.

ჟურნალისტებზე თავდასხმა ქალაქ მოსულის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ტერორისტის ნასროლი ტყვია ექშენ-კამერას მოხვდა, რომელიც რეპორტიორის მკერდზე იყო დამაგრებული.

2016 წელს მთლიანად მსოფლიოში 74 ჟურნალისტი მოკვდა. უმეტესობა მათგანი საომარ პირობებში მუშაობდა. მედიის წარმომადგნელებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად დასახელებულია სირია, ავღანეთი, მექსიკა, ირანი და იემენი.

 

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...