ტილანდის მეფეს 1 წელი ასაფლავებდნენ

ბანგკოკში მეფე პუმიპონ ადულიადეტის დაკრძალვის ცერემონიის ბოლო ეტაპი დასრულდა. დღეს ურნები, რომლებშიც მისი ნეშტია, დიდ სამეფო სასახლეში, დინასტია ჩაკრების მეფეთა სამარხში დაასვენეს.

ერი მთელი წლის განმავლობაში ემშვიდობებოდა თავის მეფეს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროის მანძილზე მისმა კუბომ 12 მილიონ ადამიანს ჩაუარა.

26 ოქტომბერს, კრემაციის ცერემონიის დაწყებამდე ასი ათასობით ადამიანი ჩადგა რიგში, რათა მეფეს, რომელიც ქვეყანას 70 წლის განმავლობაში მართავდა, გამომშვიდობებოდნენ.

Comments
Loading...