ტოკიოს მოსახლეობამ 14 მილიონ ადამიანს გადააჭარბა

იაპონიის დედაქალაქის მოსახლეობამ 14 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ტოკიოს ხელისუფლება ავრცელებს.

პირველი მაისის მდგომარეობით, ტოკიოში ცხოვრობდა დაახლოებით 6,88 მილიონი კაცი და 7,12 მილიონი ქალი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია არა მხოლოდ სხვა პრეფექტურის მოსახლეობის შესვლასთან, რომლებიც დედაქალაქში გადადიან სწავლისა და დასაქმების მიზნით, არამედ იმასთანაც, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ტოკიოს მაცხოვრებლებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ სურთ.

1962 წელს ტოკიოს მოსახლეობამ 10 მილიონს მიაღწია ეს რაოდენობა კი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში აქამდე, სტაბილურად განაგრძობდა ზრდას.

Comments
Loading...