ტომ კრუზის თითოეული სიტყვა ფილმებში 7 ათას დოლარად ფასობს

7 000 დოლარადაა შეფასებული მსახიობ ტომ კრუზის თითოეული სიტყვა ფილმებში.ინფორმაციას ავრცელებს CinemaBlend.

დაზუსტებულია,რომ გადასაღებ მოედანზე მუშაობის ყოველი 10 წამი 200 000 დოლარის მომტანია მსახიობისათვის. ეს მონაცემები ემყარება ყველა იმ ფილმს,რომელშიც კრუზმა ბოლო 40 წლის განმავლობაში ითამაშა.

ამასთან ერთად,მსახიობი იღებს არამარტო ჰონორარს ფილმებიდან,არამედ მოგების პროცენტებსაც იმ პროექტებიდან,რომლებიც წარმატებულნი აღმოჩნდნენ.

 

Comments
Loading...