ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე გახდნენ სისხლის დონორები-კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად

მსახიობმა და მისმა მეუღლემ ჩააბარეს სისხლი,რათა წვლილი შეიტანონ კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში. ინფორმაციას ავრცელებს The Independent

მსახიობი და მისი მეუღლე კორონავირუსით მარტში დაინფიცირდნენ და ორივე მათგანს განსხვავებული სიმტომები გამოუვლინდა.

როგორც ირკვევა,ჰენქსს,მეუღლისაგან განსხვავებით,არც ისე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და არც ყნოსვა და გემოს შეგრძნება დაქვეითებია.

 

Comments
Loading...