ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია სამი წლის ბავშვი, რომელსაც, სავარაუდოდ, კურკა გადაცდა

ტრაგედია მოხდა ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში. დაღუპულია სამი წლის გოგონა,-იუწყება “გურია ნიუსი” წყაროზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს,ბავშვს, სავარაუდოდ, შინდის კურკა გადაცდა და გაიგუდა.

გარდაცვლილი სოფელ ღარიხევის მკვიდრია. თუმცა ბავშვი სხვა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.

გარდაცვალების ფაქტს „გურია ნიუსთან” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელში, თამაზ ჭიპაშვილი ადასტურებს.

ის დეტალებზე  არ საუბრობს.

 

Comments
Loading...