ტრაგედია იტალიაში – ქართველი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა

იტალიში ქართველი ემიგრანტი, 33 წლის ონისე ქობალია გარდაიცვალა. ინფორმაციას  სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მამაკაცი, სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა.

 

“გარდაიცვალა იტალიაში მილანში ახალგაზრდა ემიგრანტი 33 წლის ონისე ქობალია.

სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცოცხლა,ყოფილიყო ჩვენს გვერდით,, ის კიარა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე.

 

ონო შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 33 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.

 

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა

ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული სამშობლოს მიწა.

 

‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს იზო ქობალიას ფატიმა ბულიას ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.”

 

მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ონისე ქობალია

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…

 

ღმერთმა ნათელში გამყოფოს ონო იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ….

 

“გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს

სიცოცხლე მინდა….

 

თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა……საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა…..

 

უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…

“ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”,-წერს სიხარულიძე.

 

Comments
Loading...