ტრამპის თქმით, აშშ-ს აქვს შეიარაღების ისეთი სისტემები, რომელთა შესახებაც არავინ იცის

შეერთებულ შტატებს აქვს შეიარაღების სისტემები, რომელთა შესახებ არავინ იცის, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს მიჩიგანში გამგზავრებამდე განუცხადა.

“ჩვენ გვაქვს შესანიშნავი იარაღი. არა, მე არ ვსაუბრობ საიდუმლო ინფორმაციაზე, მე ვსაუბრობ იმაზე, რაც ჩვენ შევქმენით. ჩვენ ვქმნით დიდ იარაღს. ჩვენი ძალები უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ $ 2.5 ტრილიონი დავხარჯეთ ჩვენს ძალებზე, ბოლო 3.5 წლის განმავლობაში”,- განაცხადა ტრამპმა.

“ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემები, რომელთა შესახებ არავინ იცის. გულახდილად ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ასე გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი სისტემები”, – განაგრძო თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მათთან საუბარში, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა ახალი ბირთვული იარაღის სისტემა, რომლის ანალოგები არც რუსეთსა და არც ჩინეთს აქვს.

 

Comments
Loading...