ტრამპის მრჩეველი: ჩინეთი ორი თვის განმავლობაში მალავდა ინფორმაციას COVID-19-ის შესახებ

ჩინეთი მონაცემებს ახალი კორონავირუსის შესახებ ორი თვის განმავლობაში მალავდა და თავის ასობით ათასობით ტურისტს საშუალება მისცა, ვირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაევრცელებინათ. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა, სავაჭრო საკითხებში, პიტერ ნავარომ განაცხადა, იუწყება ABC News.

“ნულოვანი პაციენტი უჰანში ნოემბრიდან მოყოლებული გამოჩნდა. ჩინელები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფარის მიღმა იმალებოდნენ, ორი თვის განმავლობაში უმალავდნენ ინფორმაციას ვირუსის შესახებ მთელ მსოფლიოს, შემდეგ კი, ასობით ათასი ჩინელი გაუშვეს თვითმფრინავებით მილანში, ნუ-იორკსა და მთელს მსოფლიოში, რათა გავრცელებულიყო ვირუსი”, – აცხადებს ნავარო.

მისი მოსაზრებით, ჩინეთის ხელისუფლებას შეეძლო, რომ ვირუსი ვუჰანშივე შეეჩერებინა, თუმცა ამის სანაცვლოდ ყველაფერი პანდემიაში გადაიზარდა.

“აი, რატომ ვამბობ, რომ ჩინელებმა ეს ამერიკელებს გაგვიკეთეს და ამაზე პასუხისმგებელნი არიან”, – აცხადებს ტრამპის მრჩეველი.

Comments
Loading...