ტრამპის მრჩეველი CNN-ის სტუდიიდან გააძევეს

ტელეკომპანია CNN-ის დაცვის თანამშრომლებმა ტრამპის მრჩეველს, სტივენ მილერს სტუდია იძულებით დაატოვებინეს. ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი იტყობინება.

ინციდენტი ჯეიკ ტაპერის გადაცემის მსვლელობისას მოხდა. ჟერნალისტმა მილერს კითხვა მაიკლ ვულფის სკანდალურ წიგნზე დაუსვა, რომელშიც დონალდ ტრამპი მწვავედ არის გაკრიტიკებული. პრეზიდენტის მრჩეველმა ამ საკითხზე ლაპარაკი არ ისურვა. მან ტელეარხის კრიტიკა და პრეზიდენტის ქება დაიწყო. ამის შემდეგ ტაპერმა გადაცემა შეწყვიტა, მილერი კი სტუდიიდან გასვლას არ აპირებდა, რის გამოც დაცვის გამოძახება გახდა საჭირო.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არც CNN-ის ხელმძღვანელობას და არც თეთრ სახლს გაუკეთებია.

დონალდ ტრამპი კი ინციდენტს Twitter-ით გამოეხმაურა.

“სტივენ მილერმა ჯეიკ ტაპერი CNN-ის ეთერში,ინტერვიუს დროს გაანადგურა”, – წერს ტრამპი.

სკანდალური წიგნი „ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში”, 5 იანვარს გამოვიდა. პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებენ.

წიგნში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ტრამპმა Twitter-ზე რამდენიმე სტატუსი დაწერა, მათ შორის საკუთარ მენტალურ შესაძლებლობაზეც, რომელიც წიგნში გაკრიტიკებულია.

წყარო: imedinews.ge

Comments
Loading...