ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ჩინეთმა კორონავირუსის სხვა ქვეყნებში გავრცელებას ხელი განზრახ არ შეუშალა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ შესაძლოა, ჩინეთის ხელისუფლებამ არ მიიღო უფრო მკაცრი ზომები სხვა ქვეყნებში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებისთვის. ამის შესახებ მან Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

”არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს განზრახ ყოფილიყო”, – თქვა ტრამპმა. მისი თქმით, ამრიგად, პეკინი, შესაძლოა, შეეცადა ზიანი მიეყენებინა რამდენიმე სხვა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ტრამპმა ამასთან დაკავშირებით გაიხსენა, რომ პანდემიის დაწყებამდე შეერთებული შტატების ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ხელსაყრელი იყო.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღიარა, რომ სადაზვერვო სამსახურებს არ მიუღიათ ინფორმაცია, რომელსაც ამ ვერსიის დადასტურება შეუძლია. როგორც პუბლიკაციაში აღინიშნა, ტრამპის თქმით, სავარაუდოა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში.

საუბარი იმაზე, რომ ჩინურმა მხარემ ხელი არ შეუშალა ვირუსის გავრცელება სხვა ქვეყნებში, ტრამპმა თქვა, ”არა მგონია, რომ ეს გაეკეთებინათ, მაგრამ დანამდვილებით ვერ იტყვი. ფაქტია, ამან ზიანი მოიტანა”, – ამბობს ტრამპი.

Comments
Loading...