ტრამპი აჩერებს მწვანე ბარათების გაცემას,60 დღის განმავლობაში

აშშ-ს პრეზიდენტი ემიგრაციას 60 დღით აუქმებს და აკრძალვა ეხება იმ პირებს,რომლებიც იქ მუდმივი ცხოვრების უფლებას ითხოვენ.ინფორმაციას ავრცელებს BBC.

ემიგრაციის 60 დღიანი აკრძალვა,როგორც ამას თავად ტრამპი ამბობს,დაიცავს იმ ადამიანებს,რომლებმაც კორონავირუსული პანდემიის გამო,სამსახურები დაკარგეს.

გადაწყვეტილება არ ვრცელდება ქვეყანაში დროებითი სამუშაოსთვის შესულ მუშაკებზე.

“ეს იქნებოდა არასწორი და უსამართლო,რომ ამერიკელების სამუშაო ადგილები ემიგრანტებს დაეკავებინათ.ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მუშაკებზე”-ამბობს ტრამპი.

ჩვეულებრივ,წელიწადში,აშშ-ში,დაახლოებით ერთი მილიონი მწვანე ბარათი გაიცემა,რაც ემიგრანტს იქ ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.

Comments
Loading...