ტრამპი: ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკა ნადგურდება

ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა თავისახლადშექმნილ საკონტაქტო პლატფორმაზე განაცხადა.

„მედიაში ძალიან შეზღუდულად ვჩნდებოდი, რათა ამერიკულ საზოგადოებას დაენახა, თუ რა დიდი კატასტროფაა ბაიდენის ადმინისტრაცია. მართალი აღმოვჩნდი. ინფლაცია, სასაზღვრო კრიზისი, ჩვენი მივიწყებული სამხედროები, ომი ახლო აღმოსავლეთში – ყველაფერი ეს ბაიდენის შეცდომების შედეგია. ჩვენი ქვეყანა ნადგურდება. ნახავთ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება!“ – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა უმეტესობას 2024 წელს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად ხილვა სურს.

Comments
Loading...