ტრამპი დედოფალ ელისაბედ II-ზე: მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Mail on Sunday-თან ინტერვიუში, დედოფალ ელისაბედ II-სთან საუბრის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეხვედრა კი, დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტს მეუღლე, მელანია ტრამპი ახლდა. დედოფალთან შეხვედრამ კი 45 წუთს გასტანა და როგორც შემდეგ ტრამპმა განაცხადა, მან და დედოფალმა ერთმანეთს მშვენივრად გაუგეს.

“ძალიან მსუბუქი საუბარი იყო, თავს მშვენივრად ვგრძნობდით. მის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა”, – აღნიშნავს ტრამპი.

მისი თქმით, დედოფალი მას და მის მეუღლეს ჩვეულებრივ, ელეგანტურად შეეგება. “ძალიან ელეგანტურად და ლამაზად. ეს მართლაც რაღაც განსაკუთრებული იყო”, – აცხადებს ტრამპი.

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში 12 ივლისს, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩაფრინდა. მას მერე, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ეს მისი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში.

 

Comments
Loading...