ტრამპი: ენტონი ფაუჩი ცოტა “პანიკიორია”

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორ ენტონი ფაუჩის “ცოტა პანიკიორად” ახასიათებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფრაგმენტი გამოქვეყნდა.

 

“გუშინ ბევრი ვესაუბრე მას, ექიმ ფაუჩისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს,მაგრამ ის ცოტა “პანიკიორია”, – თქვა ტრამპმა.​

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება კვლავ დაუკავშირა მასობრივ ტესტირებას.

“შემთხვევები იზრდება იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ტესტირების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოა”, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლაში კრიტიკა ვერ მიიღო, მისი თქმით, “ყოველთვის ყველაფერზე ვიღებ პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ ეს ჩემი სამუშაოა. ზოგიერთი გუბერნატორი კარგად უმკლავდება, ზოგიერთი კი, ცუდად”.

აშშ-ის მედიაში აქტიურად განიხილება ფაუჩისა და ტრამპის ურთიერთობა. ასე, მაგალითად, აპრილში ფაუჩიმ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში სანიტარული შეზღუდვები ბევრად ადრე რომ ყოფილიყო შემოღებული, მეტი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა. თუმცა, მოგვიანებით ექიმმა ფაუჩიმ განმარტა, რომ “არასწორი სიტყვები გამოიყენა”.

ტრამპმა კი, თავის მხრივ, ფაუჩის სიტყვები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და გაუკეთა მინაწერი, რომ საჭიროა მისი თანამდებობიდან გადაყენება. ამის შემდეგ, თეთრ სახლში განმარტეს, რომ ფაუჩის თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება.

 

წყარო: Kvira.ge

Comments
Loading...