ტრამპი: ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ბელარუსში მიმდინარე მოვლენების განვითარებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა, გააკეთა პირველი კომენტარი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე და განაცხადა : "სიტუაცია საშინელია". ინფორმაციას ავრცელებს Reuters.
ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას,თუმცა არაფერი უთქვამს ქვეყნებს შორის შემდგომი ურთიერთობების ან ბელარუსული მხარის სანქცირების შესახებ.