ტრამპი: ვფიქრობ, რუსეთთან ურთიერთობა კარგი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა "ნამდვილი მანიაკები" უწოდა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც გამუდმებით რუსეთზე საუბრობენ, ხოლო თავად განაცხადა, რომ თუკი ურთიერთობას დაამყარეს რუსეთთან, ეს კარგი იქნება.

“თუკი რუსეთთან ურთიერთობას დავამყარებ, ეს კარგია თუ ცუდი? მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია”, – თქვა ქვეყნის მეთაურმა.

დემოკრატებზე საუბრისას, ტრამპმა დასძინა: “ისინი ყოველთვის საუბრობენ რუსეთზე, ისინი არასდროს საუბრობენ ჩინეთზე. ეს ძალიან საინტერესოა. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, დემოკრატები ნამდვილი მანიაკები არიან “.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც კი ტრამპი მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ ელოდებოდა მოსკოვთან ურთიერთობას, რათა ერთობლივად მოეძებნათ პასუხი ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებისათვის. ოპონენტები მაშინვე ადანაშაულებდნენ მას რუსეთისადმი გადაჭარბებულ სიმპათიასა და აშშ-ის ეროვნული ინტერესების ღალატში.

Comments
Loading...