ტრამპი თავისი საარჩევნო კამპანიისათვის ახალ ლოზუნგს ეძებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი საარჩევნო კამპანიისათვის, რომელიც გამოცხადდება უახლოეს კვირებში, ახალ ლოზუნგს ეძებს. ამის შესახებ ნათქვამია The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა მოიგო ლოზუნგით: “კიდევ ერთხელ გახადე ამერიკა დიდებული”. თავდაპირველად, ამერიკის ლიდერის ამჟამინდელი კამპანია ჩატარდა ლოზუნგით “შეინარჩუნე ამერიკა დიდებული!”. ამასთან, პუბლიკაციის თანახმად, ახალი კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით და ქვეყანაში მიმდინარე საპროსტეტსო აქციების ფონზე, ლოზუნგი შეიცვლება ნოემბრის არჩევნებამდე 5 თვით ადრე. ამრიგად, ბოლო კვირების განმავლობაში, ტრამპი ცდილობდა დაბრუნებოდა წინა ლოზუნგს “მოდით, კიდევ ერთხელ გავხადოთ ამერიკა დიდებული”.

“როდესაც პრეზიდენტი გადაწყვეტს, იქნება ახალი ლოზუნგი და იქნება ახალი სლოგანები,” – ნათქვამია სტატიაში.

გაზეთის ცნობით, 4 ივნისს თეთრ სახლში, ტრამპმა თავის ასისტენტებთან და მრჩევლებთან ერთად განიხილა თავისი საარჩევნო რეიტინგის გაუმჯობესება, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის იდეის განვითარების საკითხები. შეხვედრის დროს, წყაროების თანახმად, ამერიკელი ლიდერი კარგ ხასიათზე იყო.

აშშ-ის 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.

Comments
Loading...