ტრამპი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ წლის ბოლომდე შეიქმნება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა,რომ ამერიკელი ექსპერტები ამ წლის ბოლომდე შექმნიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე”-აცხადებს ტრამპი.

მანამდე,30 აპრილს,ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩმა განაცხადა,რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ვაქცინის შექმნას 2021 წლის იანვრისათვის ვარაუდობს,თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც,რომ ხელისუფლება ვერ გასცემს საამისოდ სრულ გარანტიას.

Comments
Loading...