ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა ნომინირებული

ნორვეგიის პროგრესის პარტიის წევრმა, კრისტიან ტიბრინგ-გედემ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წარადგინა ნობელის მშვიდობის პრემიაზე. ამის შესახებ Fox News წერს.

ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა წერილი გაუგზავნა ნობელის კომიტეტს, სადაც განმარტა, თუ რატომ უნდა გადაეცეს ჯილდო ამერიკელ ლიდერს. ამრიგად, ტრამპმა თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, უფრო მეტი რამ გააკეთა მშვიდობის დამყარებისათვის, ვიდრე პრემიის სხვა ნომინანტებმა, კერძოდ, მისმა ადმინისტრაციამ ითამაშა “უმნიშვნელოვანესი როლი ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის (UAE) ურთიერთობების დამყარებაში.”

”სავარაუდოდ, რეგიონის სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან საემიროების კვალს, ამიტომ ეს შეთანხმება შეიძლება იყოს წყალგამყოფი მომენტი, რომელიც შუა აღმოსავლეთს გადააქცევს თანამშრომლობისა და კეთილდღეობის რეგიონად”, – თქვა ტიბრინგ-გედემ.

Comments
Loading...