ტრამპი: ნავალნის მოწამვლაზე ჯერ არ გვაქვს მტკიცებულებები, თუმცა ამ საქმეს შევისწავლი

ამავდროულად, ვაშინგტონი ეჭვქვეშ არ აყენებს ბერლინის დასკვნებს იმის შესახებ თუ რა დაემართა ალექსეი ნავალნის, თქვა ამერიკის ლიდერმა.

“მე ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედიაა, ეს არის საშინელება, ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენ ჯერ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, მაგრამ მე შევისწავლი მას”, – თქვა მან შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემით.

”ძალიან გაბრაზებული ვიქნებოდი, თუკი აღმოჩნდა, რომ ეს ასეა. ჩვენ შევისწავლით მონაცემებსა და დოკუმენტებს, რადგან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავ დოკუმენტს გამოგვიგზავნიან”, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Comments
Loading...