ტრამპი: რა აზრი აქვს პრესკონფერენციების ჩატარებას,როცა უუნარო მედია მხოლოდ მტრულ კითხვებს გისვამს

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი საკუთარ "ტვიტერზე" წერს.

“რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციების ჩატარებას, როდესაც ეს უუნარო მედია მხოლოდ მტრულ შეკითხვებს გისვამს და შემდეგ იმაზეც უარს ამბობენ, რომ სიმართლე გააშუქონ და ფაქტები სწორად აჩვენონ. ისინი რეკორდულ რეიტინგებს იღებენ, ხოლო ამერიკელ ხალხს მხოლოდ ყალბი ახალი ამბები რჩება. ისინი არც დროისა და არც რაიმე ძალისხმევის ღირსნი არიან!”. – წერს ტრამპი თავის Twitter-ზე.

Comments
Loading...