ტრამპი: სანამ მე აშშ-ის პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება

ამის შესახებ ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა თეთრ სახლში, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს – ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან” – განაცხადა დონალდ ტრამპა.

შეგახსენებთ, დღეს, ირანმა, ერაყში არსებული აშშ-ის სამხედრო ობიექტები დაბომბა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზაფირმა, აღნიშნულ იერიშს, ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ თავდაცვის აქტი უწოდა.

Comments
Loading...