ტრამპი: “შემიძლია,ვირუსს 19 სახელი დავარქვა,მათ შორის არის “ვუჰანი” და “კუნგ-ფლუ”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალ კორონავირუსს “ვუჰანი” ან “კუნგ-ფლუ” (flu – გრიპი) დაერქვას, რითიც მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა.

“პანდემიამდე ყველაფერი კარგად გვქონდა და მისი დასრულების შემდეგ ისევ ასე იქნება. შემიძლია,ვირუსს 19 სახელი დავარქვა, მათ შორის არის “ვუჰანი” და “კუნგ-ფლუ”. ვიღაც მას ჩინურ გრიპსაც ეძახის. მაგრამ ჩვენ პანდემიის დასრულების შემდეგ, უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის კონფრონტაცია პანდემიის ფონზე გამწვავდა. ტრამპმა აქამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ეპიდემიის გავრცელებაზე პასუხისმგებელი ჩინეთია. ვაშინგტონი აგრეთვე პეკინს ვირუსის წარმომავლობისა და ინფექციის მასშტაბურად გავრცელებაში ადანაშაულებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პეკინს არანაირი ინფორმაცია  დაუმალავს ახალი კორონავირუსის შესახებ. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამჟამად არსებული სიტუაციით სარგებლობს.

Comments
Loading...