ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების ხელახალ განხილვაზე უარს აცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ეტაპის ხელახალ განხილვაზე უარი განაცხადა.ინფორმაციას ავრცელებს Reuters.

“მე არ მაინტერესებს.ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას.მე გავიგე,რომ მათ სურთ მოლაპარაკებების განახლება,რადგან თავიდან მოაწერონ ხელი გარიგებას,რომელიც მათთვის უფრო მომგებიანი იქნება”-აცხადებს ტრამპი.

მან ასევე განაცხადა,რომ სურს დარწმუნება ჩინეთის მხრიდან დანაპირების შესრულებაში,რაც ამერიკული საქონლის შესყიდვების მნიშვნელოვან გაზრდაში უნდა გამოიხატოს.

სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის პირობების თანახმად,მომდევნო ორი წლის განმავლობაში,პეკინმა უნდა შეიძინოს 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონელი და მომსახურება,ხოლო ვაშინგტონმა ეტაპობრივად შეამციროს ტარიფები ჩინურ პროდუქციაზე.

Comments
Loading...